გორში 130 წვევამდელმა ჯარში გაწვევას თავი „გირჩის მოწმობით“ აარიდა

12:43 05-30-2019

საგაზაფხულო სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე ე.წ. „გირჩის მოწმობა“ გორის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში 130 წვევამდელმა წარადგინა, შესაბამისად ისინი ჯარში აღარ გაიწვიეს.

სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი ვალერი რევაზიშვილი აცხადებს რომ წელს წვევამდელების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, რომლებმაც ე.წ. „გირჩის მოწმობები“ წარადგინეს.width=800

ხაშურში 630 წვევამდელიდან 47-მა ახალგაზრდამ ,,გირჩის მოწმობა წარადგინა. ამის გამო, რელიგიური ორგანიზაციის წევრები სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

„630 კაციდან სავალდებულო სამსახურში 50 წვევამდელი აუცილებლად უნდა წავიდეს, ესენი გადანაწილდებიან როგორც თავდაცვის,ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. ამ დროისთვის გირჩის მოწმობა 47-მა ახალწვეულმა წარმოადგინა - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის კომისარმა მიხეილ ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს.

ხოლო, მოქალაქეები, რომლებსაც ჯარში წასვლა სხვადასხვა მიზეზით არ სურთ, ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გაივლიან.

გასულ წელს, გირჩის „ბიბლიური თავისუფლების“ გამო, საგაზაფხული გაწვევის დროს, 245წვევამდელი ვერ გაიწვიეს.

იგივე მოტივით ერთ წელიწადში სავალდებულო სამსახურს 4 ათასმა წვევამდელმა აარიდა თავი.

პოლიტიკურმა ცენტრმა გირჩმა რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება 2017 წლის 21 აპრილს დააფუძნა. ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწმობის წარდგენის შემდეგ არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

 

ავტორი: მახო მიქელაძე