ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტიდან საქართველოს 79 მოქალაქე გაასახლეს, 28 დააპატიმრეს

10:50 05-30-2019
992

ესპანური მედიის ცნობით,ბარსელონაში მიტოვებული ინსტიტუტის შენობიდან 119 ადამიანი გამოასახლეს. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. საქართველოს 79 მოქალაქიდან 28 საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააპატიმრეს.

გამოსახლებაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.  

პოლიციაში აცახდებენ, რომ შენობაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების თავშესაფარი იყო.

გამოძიების მიხედვით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან 70-ზე მეტი სახლის გაქურდვაში.

აპრილში ამავე შენობაში ჩატარებული სპეცოპერაცის დროს დააკავეს 53 ადამიანი, რომელთაც „ქართველი კანონიერი ქურდების ბანდის წევრობაში ადანაშაულებდნენ“.