რუსეთი შესაძლოა აკრძალულ ბირთვულ ცდებს ატარებს

09:49 05-30-2019

რუსეთი შესაძლოა ბირთვული ცდების ამკრძალავ შეთანხმებას არღვევს და დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღის ცდებს ატარებს არქტიკაშ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, გეჯერალ-ლეიტენანტმა რობერტ ეშლიმ გააკეთა.

„სავარაუდოდ, რუსეთი არ ემორჩილება შეთანხმების წესებს“, აცხადებს რობერტ ეშლი. საუბარია ბირთვულ იარაღზე ცდების ამკრძალავ საერთაშორისო შეთანხმებაზე, რომლის რატიფიცირებაც რუსეთმა 2008 წელს მოახდინა.

„ბირთვული იარაღების განვითარებაზე დაკვივრვებით, გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ რუსეთის მიერ აკრძალული ცდების ჩატარება, მას ბირთვული იარაღის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება,“- განმარტავს გენერალ-ლეიტენანტი რობერტ ეშლი.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მხრიდან ბირთვული არსენალის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება, რაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში მოხდება.

ოფიციალურ მოსკოვს, აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნის ამ განცხადებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტორი: მარიამ გიგანი