ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ევროპარლამენტი

პოლიტიკა 1713950467

ევროპარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ოფისს გახსნის, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს

ევროპარლამენტი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ოფისს გახსნის, რათა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს.როგორც მედია წერს, ოფისის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ დღეს გამოაცხადებენ.ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირის ყველაზე დიდი გაფართოების 20 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება, რომელშიც იმ ათი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდნენ.ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ახალი ოფისი ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების მხარდაჭერას, ინტეგრაციას.აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტს ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში აქვს ოფისი. ასევე, ევროპარლამენტის ოფისი მოქმედებს ნიუ იორკში, ადის-აბებაში და ჯაკარტაში.გასულ ნოემბერს კიევის მოთხოვნით გადაწყდა, რომ ევროპარლამენტი წარმომადგენლობას გახსნის კიევში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1713950204

წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს - მამუკა მდინარაძე

სანქციები კი არა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდება და ეწირება ამ იდეას, წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.მდინარაძის თქმით, მარაზმია ევროპარლამენტის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბარი.„საქართველოსთვის, გაჭვირვალობისთვის რომ არის სწორი, ჩვენ რომ ასეთი აზრი გაგვაჩნია, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვინმემ და სანქციები ახსენოს, მარაზმია. ევროპარლამენტარებმა იკადრეს, რომ სანქციები შეიძლება, დაუშვას ევროპამ კანონშემოქმედებისთვის. ვიღაცას მიაჩნია, კანონი რუსულია და შეშინებულია. 29-ში მოდის ხალხი, ვინც ეროვნულ პოლიტიკას მხარს უჭერს, მამული, ენა, სარწმუნოება მისთვის მთავარია. „ქართული ოცნების“ წევრები ვიქნებით იმის გარანტი, რომ კაციშვილმა საყვედურიც კი ვერ უთხრას იმ ადამიანებს, ვისაც წამოსვლა არ უნდა. არც ერთი ასეთი ადამიანი არ მოვიდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.მამუკა მდინარაძის განცხადებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროპელმა წარმომადგენელმა ევროდირექტივას, რომელიც დაინიცირდა ევროპარლამენტში უცხოური ძალის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, პრორუსული უწოდა, ამიტომ გასაკვირი არაფერია.„რაც არ მოსწონთ, ყველაფერს ეძახიან პრორუსულს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელმა, პრორუსული ქართულ კანონს კი არა, ევროდირექტივას უწოდა. ევროპარლამენტში არც ის ორი ადამიანი არ გვიპოვნია, ბუნებრივად დაგვიჭირეს მხარი, სხვებიც იქნებიან, მაგრამ როგორც კი სხვები გამოვლენ, იმასაც პრორუსს დაუძახებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამერიკის პოლიცია

სამართალი 1713950043

ბათუმში დააკავეს 2 პირი, რომლებმაც კაფეს სტუმრებს 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ელჩის მადლობა

პოლიტიკა 1713949955

დანიგანმა სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ გულმოდგინე ძალისხმევისთვის საქართველოს შემოსავლების სამსახურს მადლობა გადაუხადა - აშშ-ის საელჩო

საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა.აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის.

კახა კალაძე

საზოგადოება 1713948900

„შეეძლებათ, მოიპოვონ 50 000 ლარი“ - კახა კალაძე ინფორმაციას ავრცელებს

„რეგისტრაცია დღეიდან იწყება, ახალგაზრდებს შეეძლებათ, მოიპოვონ 50 000 ლარი“ - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და შეთავაზება წარადგინა.„ეს პროგრამა არის ახალგაზრდებისთვის და მისი ამოქმედება, 2022 წლიდან დავიწყეთ. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ სამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, - ამბობს კალაძე.ვრცლად ↓