ტრამპი ტოჩინოშინით დაინტერესდა - დღის ფოტო, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

11:48 05-29-2019
363

იაპონური სუმოს ვასკვლავმა, 31 წლის ლევან გორგაძემ ზაფხულის ბაშოზე ოძეკის ანუ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. იმპერატორის თასის ახალი მფლობელი კი მერვე მაეგაშირა იაპონელი ასანოიამა გახდა.

ახალი ჩემპიონი აშშ-ს პრეზიდენტის თასითაც დაჯილდოვდა, რომელიც სუმოზე პირველად მისულმა დონალდ ტრამპმა გადასცა.

დონალდ ტრამპი ქართველი ლევან გორგაძისა და იაპონელი ტაკაიასუს დაპირისპირებასაც დაესწრო.

დონალდ ტრამპის ინტერესი ქართველისადმი ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ. აღნიშნულ ფოტოში სავარაუდოდ ტრამპი ქართველი სუმოტორის ვინაობას არკვევს.