მალხაზ მაჩალიკაშვილის პოლიტიკური გემოვნება - რა გაუმხილა „პრაიმტაიმს“

11:46 05-29-2019
18

ბოლო დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრობის“ ლიდერებთან ერთად ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში.  პოლიტიკურ განცხადებებსა და ღია მხარდაჭერებსაც არ ერიდება.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, ხომ არ უნდა ველოდოთ მის გამოჩენას პოლიტიკაში რომელიმე პარტიის, თუნდაც ენმ-ის წევრის სახით. 

„მე მთლიანობაში ყველა პარტიის და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ვარ. „ოცნებას“ მხარს მე არ დავუჭერ. გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს ვუჭერ, რადგან იმედი მაქვს, რომ ჩემს ბრძოლას ბოლომდე ჩემთან ერთად მიიყვანს და სამართალი აღსდგება. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძის პარტია მომწონს,“ - განმარტა მაჩალიკაშვილმა.

ბურჯანაძის პარტიაში ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილთან მათ არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა პარტიაში მისი გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

მაჩალიკაშვილის მხრიდან ჩვენი პარტიის სიმპატიებზე საუბარი არ ყოფილა, არც დახურულ ფორმატში პარტიულ საკითხზე შეხვედრები და საუბარი გვქონია. რამდენჯერმე მივედით მასთან, მივუსამძიმრეთ და ადამიანური, სიმბოლური გვერდში დგომა გამოვუცხადეთ. ალბათ, სიმპატიები აქედან გაუჩნდა , - აცხადებს „პრაიმტაიმთან“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე