ლაშა დარასელია: საქართველოს და აზერბაიჯანს საჩხუბარი არაფერი არ აქვთ

15:20 05-28-2019
23

საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი არ აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარასელიამ დავით გარეჯთან დაკავშირებული პროცესების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეეხვედრა დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება. 

„მორიგ შეხვედრამდე გარკვეული ტიპის სამუშაოები არის ჩასატარებელი, მათ შორის საველე სამუშაოები, სამუშაო დოკუმენტებთან, ასევე ერთობლივი შეხვედრები იქნება ექსპერტების დონეზე. ამის შემდეგ კომისიები შეიკრიბებიან და განიხილავენ ერთმანეთის პოზიციებს. მთავარი მოტივაცია და მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება და ქვეყნებმა მიაღწიონ შეჯერებულ პოზიციებს შეუთანმხებელ მონაკვეთებზე, რომლებიც დაახლოებით 14-მდე მონაკვეთია. 

​ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის საქართველოს პარლამენტთან. როგორც კი გაიმართება პარლამენტში შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაცია. 

ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილური. ზოგადად ძალიან მნიშველოვანია, რაც შეიძლება ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს, რათა კომისიებს მიეცეთ მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების უფლება. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს არაფერი არ აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე. შესაძლებელია და ქვეყნების მოტივაცია არის ორივე მხრიდან, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ხელსაყრელია და მისაღებია ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია არა ემოციური ფონი და ბრალდებები, არამედ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და მე ყველას მოვუწოდებ, რომ ამ მხრივ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით მივუდგეთ“, - განაცხადა დარასელიამ.