იაპონიაში თავდამსხმელმა 19 ადამიანი დანით დაჭრა

07:52 05-28-2019
120

იაპონიაში, ქალაქ კავასაკიში  თავდამსხმელმა 19 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი დანით დაჭრა, დაღუპულია ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

არსებული ცნობით, შემთხვევა პარკთან, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. ბავშვები რამდენიმე ზრდასრულთან ერთად სკოლის ავტობუსს ელოდებოდნენ. მათი ასაკი 6-7 წელია.

თავმდასხმელი კი გარდაიცვალა, მან დანით თვითდაზიანება მიიყენა. 

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

An