ვიდეოები

1711697183

VIDEO: ლევან შენგელიას პირველი კომენტარი დაშავების შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელია გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დაშავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.ლევან შენგელია აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაშიც მაქსიმალურად დაიხარჯება, რათა ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიანიჭოს ბედნიერება.„მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოთმინებისა და იმედისთვის, რომლითაც სტადიონზე მოვიდნენ. ელოდებოდნენ ჩვენგან ამ დიდ სიხარულს, რაც შევძელით და საქართველოს ნაკრები გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მინდა ყველას ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა გვყავდეს გულშემატკივრების სტადიონზე. ჩვენ მაქსიმალურად დავიხარჯებით გერმანიაშიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ და გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იზეიმოს“, – აცხადებს ლევან შენგელია. 

ლევან შენგელია

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ლიანა შეწირული

საზოგადოება 1711715259

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარული დირექტორი ლიანა შეწირული გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ლიანა შეწირული. ლიანა შეწირული პირველ სკოლას თითქმის 50 წელი ხელმძღვანელობდა.ამ სკოლის ისტორიაში აისახა ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამდენად, მისი დირექტორობა განსაკუთრებული პატივი იყო. ლიანა შეწირული პირველი სკოლის(კლასიკური გიმნაზიის) ყველა თაობას განსაკუთრებულად უყვარდა.ლიანა შეწირული 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711715190

გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების, განსაკუთრებით, შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით - ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობას და გახსნილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული საზოგადოების ფართო ჩართულობით, განსაკუთრებით შესაბამისი დარგის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, დღეს, სტუდენტებთან გამართული შეხვედრა არის ამის ერთ-ერთი მაგალითი.„დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ერთ-ერთი მაგალითი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება სტუდენტების, კურსდამთავრებულების ინტერესებს და აქაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, სწორედ მათთან გავიაროთ კონსულტაციები, იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდა შეეხოს ჩვენი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი მოწოდება ყველა მინისტრის, თუ საჯარო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი

პოლიტიკა 1711715142

პრეზიდენტი ხვდება გიორგი კალანდარიშვილს, გამოდის, რომ აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე - პრემიერი

ფაქტია, რომ პრეზიდენტი დღეს ხვდება სწორედ კალანდარიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარადგინა თავის დროზე პარლამენტში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა, არის თუ არა ისევ „ქართული ოცნების“ რჩეული გიორგი კალანდარიშვილი იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი მის კანდიდატურას არ იწონებს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან არ იცის  იწონებს თუ არა პრეზიდენტი კალანდარიშვილის კანდიდატურად, თუმცა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარებს ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, რომელსაც უარი უთხრა წარდგენაზე კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად.„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ წარადგინა კალანდარიშვილი პარლამენტის წინაშე კანდიდატად მხოლოდ იმის გამო, რომ მას მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა და სხვებმა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, არავითარი საფუძველი მისი კრიტიკისთვის არ არსებობს. კალანდარიშვილმა და ცესკოს სხვა წევრებმა ჩაატარეს 2021 წლის საერთო ეროვნული არჩევნები უმაღლეს დონეზე, 0 კრიტიკა იყო, შეგახსენებთ. ამის შემდეგ იყო არაერთი შუალედური არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ასევე უმაღლეს დონეზე. შესაბამისად, ოპოზიციას და სალომე ზურაბიშვილს არავითარი კრიტიკის საფუძველი არ აქვთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ვერაფერს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ უნდა ჩატარდეს კონკურსი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ და  შემდეგ პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1711714902

ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში და ოპოზიციამ რუსული კანონი უწოდა, ეს აჩვენებს, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს - ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში და რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს და ამ ტყუილში იყო ჩართული ადამიანების ფართო სპექტრი.„ერთადერთი, რითაც განსხვავდება ფრანგული კანონი იმ ინიციატივისგან, რომელიც თავის დროზე იყო შეტანილი პარლამენტში, რასაც რუსული კანონი უწოდა ოპოზიციამ, არის ის, რომ ფრანგული კანონი არის მკაცრი, ვიდრე ის, რაც ინიცირებული იყო საქართველოს პარლამენტში. ეს არის ერთადერთი განსხვავება. მეტი არსებითი განსხვავება არ არის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ შარშან საზოგადოება მოატყუეს. ამ ტყუილში იყო ჩართული ადამიანების ძალიან ფართო სპექტრი. ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოები, მათი უცხოელი მეგობრები, რომელიც აღმოჩნდა, რომ თურმე აფინანსებდნენ ფრანკლინის კლუბს, კანვასის ტრენინგებს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, „დროას“ და ა.შ. თურმე ძალიან ბევრი ჰქონიათ დასამალი და ამიტომ იყო ეს ისტერიული კამპანია ამ კანონის წინააღმდეგ. რეალურად კანონი, რომელიც შარშან იყო ინიცირებული, იყო აბსოლუტურად გამართული, სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა მაშინ სამწუხაროდ, მოახერხეს საზოგადოების მოტყუება, წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ფრანგული კანონი აჩვენებს იმას, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი, რაც იკადრა ბევრმა სუბიექტმა, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმაც სამარცხვინო ტყუილი აკადრეს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

დაკავება

სამართალი 1711714829

ცოლზე ფიზიკურად იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და წამლები დაალევინა - დაკავებულია პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი

ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ., - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს."გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.