მთაწმინდის გამგეობამ კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის გამაგრების პროექტი დააფინანსა

15:37 05-27-2019
14

მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა.

მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები, ამჯერად, ძმები ზუბალაშვილების ქ. №49-სა და ბესიკის ქ. №21-ში დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება მრავალბინიანი შენობების კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედლები, მოჩარჩოვდება ღიობები.

აღნიშნულ პროექტებს, გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 215 ათასი ლარია გათვალისწინებული.

საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები საცხოვრებელ სახლებზე ზაფხულში დასრულდება. ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ექვსი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.