ვიდეოები

1713177420

VIDEO: ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის განხილვის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო, ელისაშვილი მდინარაძეს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა. უმრავლესობის ლიდერი დღეს, განხილვისას კანონპროექტის მთავარი წარმდგენი იყო.დაპირისპირების შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა. სხდომა კი ამ დროისთვის შეწყვეტილია. 

ელისაშვილის ჩხუბი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა 1713251977

მეთიუ, are you kidding my friend? რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს - ირაკლი ზარქუა მეთიუ მილერის განცხადებაზე

„მეთიუ, are you kidding my friend? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დაასანქცირეთ. დღემდე ველოდებით [პასუხს] კონკრეტულად რის საფუძველზე, რა არგუმენტებით“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.ზარქუა ასევე, იხსენებს მოსამართლე ჩხიკვაძის საქმეს და აღნიშნავს, რომ ბოდიში უნდა მოეხადა ყველას, ვინც მოსამართლეს და მის ოჯახს აბულინგებდა.„შეგახსენებთ დასანქცირებულის კიდევ ერთ „ქეისს“- მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა რუსთავი 2-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებ იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც აბულინგებდით ამ მოსამართლეებს და მათ ოჯახის წევრებს“-აღნიშნავს ზარქუა.ზარქუას თქმით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს, ხოლო სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 50 პროცენტზე მეტია.„რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, მათ შორის, თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით საქართველო ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის, ნატო-ს თერთმეტ სახელმწიფოს. საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50 პროცენტზე მეტი, მათ შორის, თქვენ მიერ კვლევებით გაკეთებული. შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25 პროცენტი გენდობათ, what are you talking about, my friend? გაოგნებული ვარ. მე არ ვიცი თქვენ რა არგუმენტებს ეყრდნობით. დღემდე ველოდებოდით დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ რის საფუძველზე, არგუმენტები წარმოადგინეთ, იქნებ მართლები ხართ. კაპიტანი გიგაურის მიერ გადაგზავნილ შეფასებებს არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს ადამიანი თვითონ არის მარგინალი და ეჭვმიტანილი სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევის საქმეში. ეს ჩვენთვის არ არის ავტორიტეტი. თქვენ გელოდებით, იქნებ წარმოადგინოთ კონკრეტული არგუმენტი, თუ არადა ბოდიში მოუხადეთ, მათ შორის, მოსამართლე ჩხიკვაძეს, რომელიც სტრასბურგმა არ მიიღო განხილვაში. თქვენ კიდევ დაასანქცირეთ და მისი ოჯახი აბულინგეთ. თქვენი ინიციატივით, შემდეგ ადგილობრივმა უსამშობლოებმა ეს გააკეთეს. ასე რომ, პირიქით, მე მოგიწოდებთ ჩემო მეგობარო“-განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713251891

არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო - შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, აუხსნელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.„აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია იმის ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ ფორმით თავდასხმა. შემდეგ ვნახეთ შეგულიანებები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ამ ფაქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ახდენდნენ. ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ რთულია, რაიმე შეფასება მოუძებნო ასეთი ფორმით, სახით თავდასხმას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კითხვებს აჩენს თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის, როდესაც ცდილობ ახსნას, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ გარკვეული დაკვეთა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კატო კვარაცხელია

ტაბლოიდი 1713251460

VIDEO: „ღმერთო! ეს რა არის!საუკეთესო!“- კატო კვარაცხელიას და ნიკალა ზუბიაშვილის საოცარი შესრულება ნახვების რეკორდს ხსნის

მუსიკალურ პროექტში „აკუსტიკა“ ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.კომპოზიციას სახელწოდებით – „შენი ფანჯრიდან“, ასრულებს ახალგაზრდა მომღერალი კატო კვარაცხელია, რომელსაც შესანიშნავ აკომპანემენტს ასევე ახალგაზრდა არტისტი, ნიკალა ზუბიაშვილი უწევს. სიმღერის ავტორი ერეკლე დეისაძეა.აღსანიშნავია, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მუსიკოსების კოლაბორაციას მსმენელის მხრიდან უდიდესი გამოხმაურება და დადებითი შეფასება მოჰყვა.შესანიშნავ დუეტს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება პიანისტი გიორგი გიგაშვილიც და წერს: „აუ, ღმერთო!!! ეს რა არის!!! საუკეთესო!!!“. 

ირაკლი ზარქუა

პოლიტიკა 1713251420

კვლავინდებურად ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ, ჰქონდათ მცდელობა, ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ - ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებზე

ბატონი ქადაგიძე დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად, არის ის ადამიანი და ლიდერები, ვინც ხელმძღვანელობდნენ [აქციას], არიან ის ადამიანები, რომლებსაც ამ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა უნდოდათ კვლავინდებურად და ბოროტად გამოეყენებინათ მათი ნდობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.მისი თქმით, მთავარია ის, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობას სურს, გამჭვირვალე იყოს საზღვარგარეთიდან არასამთავრობოების და მედია-ორგანიზაციებისთვის შემოსული დაფინანსება."ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ისევ ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად და ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, როგორც იმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა - ესეც ჩაივლის. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება, როგორც მედიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე, ევროპელობა ნიშნავს ღიაობას და გამჭვირვალობას. 20 პროცენტზე მეტი ვისაც ექნება საგარეო დაფინანსება, ბუნებრივია, მოუწევთ მათ დეკლარირება - ეს არის და ეს." - განუცხადა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს.

კირბი

ომი უკრაინაში 1713251332

აშშ არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში და არ ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეებს, როგორც ამას ისრაელში აკეთებს - ეს განსხვავებული კონფლიქტები და საჰაერო სივრცეებია - კირბი

აშშ არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში და არ ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეებს, როგორც ამას ისრაელში აკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ, ჩამოაგდოს ირანული დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, კირბიმ განაცხადა, რომ საუბარია ორ განსხვავებულ კონფლიქტზე.„საუბარია განსხვავებულ კონფლიქტებზე, განსხვავებულ საჰაერო სივრცეებზე, საფრთხეების განსხვავებულ სურათებზე.“, - აღნიშნა კირბიმ.მისივე განცხადებით, ჯო ბაიდენმა თავიდანვე ნათლად დააფიქსირა, რომ აშშ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ აპირებს.