სააკაშვილი-მერაბიშვილი-კოდუა: უპრეცედენტო გადაწყვეტილება

13:26 05-27-2019
2047

ვალერი გელაშვილის ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს ინფორმაციას სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ. კოჟორიძის თქმით, ვალერი გელაშვილის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ.  

დღეს მე და ჩემმა კოლეგამ, ქალბატონმა ნუნუკა კვანტალიანმა, მნიშვნელოვანი საქმე მოვიგეთ:  მიხეილ სააკაშვილს, ივანე მერაბიშვილს, ერეკლე კოდუას, შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს სასამართლოს გადაწყვეტიელებით ვალერი გელაშვილისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის სახით დაახლოებით 215 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ. მათ შორის, სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 100000 ლარის დაკისრების შესახებ, რაც ქართული სასამართლო პრაქტიკისთვის საკმაოდ იშვიათია. ჩვენი სარჩელი უკავშირდებოდა 2005 წელს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. მოსამართლე - ინგა კვაჭანტირაძე“, - წერს კახა კოჟორიძე.