იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი დაიწყო - მალე განაჩენი გამოცხადდება

11:35 05-27-2019
90

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის  პროცესი მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, განჩენი დღეს გამოცხადდება.

სხდომის დაწყებამდე ნანიკო ნებიერიძის ოჯახის წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ექსპერტიზამ გორში მოკლული 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება დაადასტურა. 

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე.

იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე.