როგორ აფასებს ავთანდილი პრეზიდენტის და მთავრობის ჩაცმულობას

19:02 05-26-2019
1003

26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ქვეყნის მთავარსარდალი და მინისტრები სადა და ელეგანტური ჩაცმულობით წარსდგნენ.

„პრაიმტაიმი“ მათი „ლუქის“ შესაფასებლად დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძეს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ქართველი ერის კრიტიკას, ეტყობა, თავი აარიდა და გადაწყვიტა უპრეტენზიო, სადა და მინიმალისტური, არაფეშენზე აწყობილი ვიზუალით წარსგდარიყო.

ავთანდილ ცქვიტინიძე: - პრეზიდენტი იყო ელეგანტური შავი კაბითა და თეთრი უსაყელო პიჯაკით. სადად და მინიმალისტურად. ფეხსაცმელიც შავთეთრი ეცვა. ვარცხნილობა მომეწონა, მგონი სიგრძე აქვს მოკლებული, დიდი ხანია არ დამინახავს.width=960 მკაცრად, ელეგანტურად და ქალურად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ეცადა პერსონა ყოფილიყო წინა პლანზე. როდესაც მინიმალიზმს ირჩევ, ზოგადად მომგებიანი პოზიციაა. წინ მოდის პერსონა. საკმაოდ კარგად წარსდგა აღლუმზე, მომეწონა. 

მამაკაცები, მინისტრები სოლიდურად, მუქ ტონალობაში იყვნენ გადაწყვეტილი.width=960 წინა რიგში იჯდა ქალი ყვავილებიანი ზედით, რომელიც ამოვარდნილი იყო ამ ღონისძიებიდან.width=960

კახი კალაძე იყო მინაკეცებიანი შარვლით. ძალიან მომწონს ამ შარვლის სტილი. მოდაშია, იტალიური ვიზუალია. მეც გავაკეთე ეგ სტილი ჩემ ხაზში.width=1063

უხდება ბევრ მამაკაცს. ანუკიც მინიმალისტური ნათელი ფერის შარვლითა და პიჯაკით გახლდათ. მაღალი და ლამაზი გოგოა და ბევრი რამ უხდება. პიჯაკი და შარვალი ამ ტიპის ღონისძიებაზე ახალგაზრდა გოგოსთვის ყოველთვის მომგებიანია. თუ ტანი უწყობს ხელს, და ამ შემთხვევაში გვიწყობს, ღია ფერი ეფექტურია.