გზის გაყვანის სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად მხარეს მიმდინარეობდა - მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე

14:32 05-26-2019
20

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დავით-გარეჯთან გზის გაყვანის სამუშაოები აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მაგრამ დამატებითი კითხვები რომ არ  გაჩენილიყო სამუშაოები შეჩერდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომელიც ახლა დასვით, სამუშაოები შეჩერდა“,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან შექმნილი ჯგუფი საკითხის ანალიზსს დეტალურად აკეთებს, რის შემდეგაც დამატებითი კომენტარები გაკეთდება.