ოფიციალურად: ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

13:05 05-25-2019
1457

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ნაცუ ბაშო მე-14 საშეჯიბრო დღეს იოკოძუნა კაკურიუს შეხვდა. წამებში ე. წ. ჰენკათი დაამარცხა.

ტოჩიმ მიმდინარე ბაშოზე მე-10 გამარჯვება მოიპოვა და ოძეკის ტიტული ოფიციალურად დაიბრუნა.

ქართველი ფალავანი ტურნირზე დასკვნით შეხვედრას ხვალ, ოძეკი გოეიდოს წინააღმდეგ გამართავს.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე