ბათუმში ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა

11:52 05-25-2019
356

ძლიერმა ქარმა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #7-ში, სამშენებლო კომპანია ორბის 55-სართულიანი მშენებარე კორპუსიდან ამწეების ნაწილი მოგლიჯა.

რკინის კონსტრუქციების ნაწილი ავტომობილებს დაეცა, ვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიდეოს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლილიკო კალანდარიშვილი ავრცელებს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია.

ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

 

ავტორი: თეონა აბესაძე