27 მაისი -2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

10:13 05-25-2019
841

გაეცანით 27 მაისი -2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზს დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით,  რომელსაც astrologi.ge გვთავაზობს:

ვერძი

სიყვარული - ჰარმონია შეიქმენით პირად ურთიერთობებში. სასურველია, უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ფინანსები - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან, პარტნიორებთან. ახალი კლიენტები, შეკვეთები გამოგიჩნდებათ. ჯანმრთელობა - დაუჯერეთ ექიმს და იმკურნალეთ. კარგია მასაჟის კურსის დასაწყებად.

კურო

სიყვარული - საქმეების გამო შეიძლება სათანადო დრო ვერ დაუთმოთ საყვარელ ადამიანს. რაც მის გულისწყრომას გამოიწვევს. 
ფინანსები - ახალ საქმეებში აზარტით ჩაერთვებით. კვირის ბოლოს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. თქვენთვის უსაფრთხოდ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. 
ჯანმრთელობა - დაიწყეთ ვარჯიში. ჩაიტარეთ მკურნალობა, რომელიც გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლას. 

ტყუპი

სიყვარული - იდეალურ მამაკაცს ნუ ეძებთ. ასეთები აღარ არსებობენ. დაქორწინებულს სიახლეები ელით. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოს, რომ მშობელი გახდება. 
ფინანსები - აქტიურობის გამო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. კვირის მეორე ნახევრიდან მოერიდეთ ფორმალური და იურიდიული საკითხების მოგვარებას. 
ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა, აიმაღლეთ იმუნიტეტი. ყურადღება მიაქციეთ ალერგიას.

კირჩხიბი

სიყვარული - თუ ცუდ განწყობაზე ხართ, ჯავრს საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით. ნეგატიურმა ემოციებმა კავშირი არ დაგირღვიოთ
ფინანსები - კვირის პირველ ნახევარში დაწყებული საქმეები დაასრულეთ. კვირის ბოლოს მატერიალური საკითხები დაკვირვებით მოაგვარეთ. 
ჯანმრთელობა - განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს კანი, თმა, ფრჩხილები. ივარჯიშეთ, რათა მეტად მოქნილი გქონდეთ სხეული. 

ლომი

სიყვარული - საყვარელი ადამიანის მიმართ რაც უფრო აგრესიული და გაღიზიანებული იქნებით, მით ცუდი თქვენი კავშირისთვის. უქმეებზე ერთად გაფლანგეთ ფული. 
ფინანსები - ყურადღება მიაქციეთ პერსონალს, კლიენტებთან ურთიერთობას. 
ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით საჭმლის მომნელებელ სისტემას. განივითარეთ კუნთები. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ქალწული

სიყვარული - ეცადეთ, მეტად მომხიბვლელი იყოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. და მაქსიმალურად ბოლომდე დარჩით ამოუცნობი. 
ფინანსები - ვინ თქვა, რომ საქმეებს ვერ გაუმკლავდებით? იდეალურად დაასრულებთ რთულ პროექტებსაც კი. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები ავტოფარეხში, ბინაში. 
ჯანმრთელობა - მავნე ჩვევებით ძალით ნუ დაიავადებთ ორგანიზმს. ივარჯიშეთ და მასაჟიც კარგია. 

სასწორი

სიყვარული - ბევრი არ იფიქროთ, თუ ადამიანი მოგწონთ, უთხარით. რაც უფრო მეტად გამოავლენთ ინიციატივას, მით მალე შედგება თქვენი კავშირი. 
ფინანსები - პროფესიულად განვითარების, სწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. კვირის ბოლოს კარგია ყიდვა-გაყიდვა. 
ჯანმრთელობა - დაამარცხეთ სიზარმაცე და ივარჯიშეთ. ზოგიერთს ალერგია ან ენდოკრინული სისტემა შეაწუხებს. 

მორიელი
სიყვარული - რომანტიკული შეხვედრისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადოთ. გაიუმჯობესეთ იმიჯი, მანერები. გაგიმართლებთ, თუ პარტნიორს თქვენი მსგავსი ინტერესები ექნება. 
ფინანსები - ზოგიერთს საკუთარი ბიზნესის დაწყება მოუნდება. საკამათო და ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადეთ. 
ჯანმრთელობა - ნუ გადატვირთავთ ძვლოვან სისტემას. დაიცავით თავი სეზონური დაავადებებისგან. 

მშვილდოსანი

სიყვარული - არ მოატყუოთ ადამიანი. ნუ ეცდებით დასცინოთ მას. რაც უფრო ბუნებრივი იქნებით, მით მეტად გენდობათ პარტნიორი. ნურც იმის მოგერიდებათ, რომ ზოგ შემთხვევაში სისუსტე გამოავლინოთ. 
ფინანსები - შეადგინეთ გრაფიკი და ეცადეთ, არ დაარღვიოთ. ყურადღება გმართებთ ინფორმაციასა და ფინანსებთან მუშაობისას. 
ჯანმრთელობა - ნატურალური საშუალებებით იმკურნალეთ და მაქსიმალურად მოიძიეთ ინფორმაცია ხალხურ მედიცინაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ლიმფური სისტემა. 

თხის რქა
სიყვარული - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მათთვის მეტად მიმზიდველი ხართ. 
ფინანსები - საქმიან პარტნიორებთნ და კოლეგებთნ მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ. რთულ საქმეებსაც კი დროულად დაასრულებთ. 
ჯანმრთელობა - ყურადღება მიაქციეთ ძვლოვან სისტემას. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები. 

მერწყული

სიყვარული - თუ პარტნიორში რამე არ მოგწონთ, გულახდილად დაელაპარაკეთ, რათა მომავალში გააუმჯობესოთ ურთიერთობა. მარტოხელებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს. 
ფინანსები - მოიზიდეთ ახალი პარტნიორები და კლიენტები, იზრუნეთ საქმეების, ბიზნესის გაუმჯობესებაზე. 
ჯანმრთელობა - აკონტროლეთ კვება, გაუფრთხილდით კუჭს. გაიუმჯობესეთ განწყობა. 

თევზები

სიყვარული - თუ სერიოზულად ფიქრობთ დაქორწინებას, საყვარელი ადამიანი მშობლებს გააცანით. ნუ გაიბუტებით, ფრთხილად გაერკვიეთ სიტუაციაში. 
ფინანსები - მოაწესრიგეთ დოკუმენტები. კარგი პერიოდია მოდერნიზაციისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის. 
ჯანმრთელობა - მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მოერიდეთ ყურების ანთებას.