ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან (ვიდეო)

01:19 05-25-2019
250

ისრაელში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში, დასახლებებთან ახლოს არის გავრცელებული, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კერების წარმოშობაში წვლილი შეიტანა ებრაულმა დღესასწაულმა ლაბ ბა-ომერმაც, რა დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ. სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.

ისრაელს დახმარებას იტალია,ხორვატია და საბერძნეთი სთავაზობს. როდის მოხერხდება ხანძრის ლიკვიდაცია უცნობია.