სოციალურ ქსელში ტოჩინოშინის მხარდამჭერი პეტიცია გამოჩნდა

16:51 05-24-2019
1217

სოციალურ ქსელში გაჩნდა პეტიცია, რომელშიც ქართველი სუმოისტისთვის სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 1200-მა ადამიანმა.

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა. ტურნირის მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი მაეგაშირა ასანოიამას შეხვდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.

შეხვედრამ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

ერთი შეხედვით, ლევან გორგაძე ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული უნდა ყოფილიყო, თუმცა მონოიმ (მსაჯთა ბრიგადამ) სხვა გადაწყვეტილება მიიღო. მსაჯები ლევანს დოჰიოდან ფეხის გადადგმა დაუფიქსირეს და გამარჯვებულად ასანოიამა გამოაცხადეს.

ხელი პეტიცია შეგიძლიათ მოაწეროთ ბმულზე.