ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეს თავს ათამდე პირი დაესხა - ადვოკატთა ასოციაცია

14:09 05-24-2019
113

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყონ.

ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადვოკატსა და მის მეუღლეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ათამდე უცნობი პირი.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ოლიკო კვინიკაძესა და მის მეუღლეზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. კერძოდ, ადვოკატსა და მის მეუღლეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ათამდე უცნობი პირი.

ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის მიმართ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მოსალოდნელი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.