ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

amindi

საზოგადოება 1713902561

„ტემპერატურა 38 გრადუსამდე მოიმატებს“ - ამინდის განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-25 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.24-25 აპრილს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  25 აპრილს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 38 გრადუსამდე მოიმატოს.24 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 24 აპრილს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს, 25 აპრილს კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ვალუტის კურსი

ფინანსები 1713902201

რა ეღირება დოლარი და ევრო 24 აპრილს - ვალუტის განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0073 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8555 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.8469 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

ბო

საზოგადოება 1713901762

ნახეთ, მოსამართლის რეაქცია ბიშიმბაევის მობილურში ნანახ საშინელ კადრებზე

ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესი გრძელდება. კაცი  მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაშია ბრალდებული.გუშინ, 22 აპრილს, კიდევ უფრო ბევრი დეტალი გახდა ცნობილი სასამართლოსთვის.კერძოდ, ბიშიმბაევი, აქამდე თავის  ტელეფონის პაროლს სასამართლოს არ ანდობდა, დღეს მან სასამართლოს უთხრა ტელეფონის კოდი, სადაც გარდაცვლილი მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას სიცოცხლისდროინდელი ბოლო კადრებია ასახული.ვიდეოები ბიშიმბაევი მეუღლეს ვიდეოს უღებს და სასტიკად ექცევა.სასამართლოზე, თავიდან, ბიშიმბაევმა განაცხადა, რომ ვიდეო დამონტაჟებული იყო, თუმცა, მოგვიანებით, აღიარა რომ ეს კადრები სწორედ მისი გადაღებული იყო.როგორც მოსამართლემ განაცხადა, კადრებში კარგად ჩანს, რომ სალტანატს სახე იმდენად შეშუპებული აქვს, რომ თვალებს ვეღარ ახელს. ამასთან, 31 წლის ქალის მთელი სხეული სისხლით აქვს დასვრილი.მოსამართლის რეაქცია ბიშიმბაევის მობილურში საშინელ კადრებზე:

შუქი

დედაქალაქი 1713901090

ხვალ შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის, აბულაძის, დელისის, კარტოზიას, თამარაშვილის, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ამაშუკელის, სანაპიროს, დოლიძის,  ჩიქოვანის, ჭილაძის, ძმები ბალანჩივაძეების, ლიხაურის, ბაკურიანის, ცინცაძის და  ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და სამხედრო  გზატკეცილის მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ლერწმის, მანავის, ამილახვარის,  ჩოლოყაშვილის და  აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის,  ბერი გაბრიელ სალოსის,  თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის, ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  სოფელი დიდი ლილოს,  იუმაშევის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, ამირეჯიბის გზატკეცილის,  ატენის, არეშიძის და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  შინდისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) და დაბა კოჯრის მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის, კოსტავას,  ბარნოვის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გორის, წყალტუბოს, აგლაძის, მირცხულავას, ფიფიების და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიქსელში გადართვების გამო 06:00 საათიდან 06:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანულას, სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის  გზატკეცილის, ავჭალის გზატკეცილის, ზაჰესის დასახლების,ჭედიას, ლაზოს, ანდრონიკაშვილის, სკოლის, რიონის, ულიანოვის, ცხრა ძმა ხერხეულიძეების, ბაღნარის, ლიბანის, ბიჭვინთის, ბარალეთის, კაჭარავას, ჩიქვანაიას, რევოლუციის, ხორავას, ჭელიძის, ჯანჯღავას, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის,  გარაყანიძის,მანაგაძის, კუიბიშევის, იპოლიტოვ-ივანოვის, უწერის, ლიახვის, წერეთლის, შუშის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, იოსებ გრიშაშვილის, ქერჩის, ხანძთელის, ფოცხიშვილის, გაგრის, ღამბაშიძის, ბარალეთის, ვეკუას, კუიბიშევის, მე-5 ქუჩის, გმირ კურსანტთა, კობერიძის და  მოძვის ქუჩების  მოსახლეობას.ქსელში გადართვების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების (ნაწილობრივ), ავჭალის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის (ნაწილობრივ), ულიანოვის, უწერის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, გაგრის, ლიბანის, უჯარმის, ტრაპაიძის, დიდგორის, აბაშვილის და რევოლუციის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სალომე მერიემი

ტაბლოიდი 1713900543

„მე ვყოფილვარ შარდენის ის და თვითონ ანგელოზი...“ - სალომე უშხვანის მერიემის კონფლიქტი პიკს აღწევს

„პრაიმ ჰაუსში“ სალომე უშხვანის მერიემის კონფლიქტი პიკს აღწევს.როცა ყელამდე ტალახში ხარ ამის ღირსი ხარ და ამას მიიღებ. მე ვყოფილვარ შარდენის ის და თვითონ ანგელოზი. კი ვხედავ რა გაუკეთეს ანგლოზ მერიემს. ქმრების ამხევი ხო? პირი არ გამაღებინოს, თორე სახეს გავაზრობ“, - ამბობს სალომე უშხვანი მერიემზე.