სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია მოუსმენს

10:40 05-24-2019
78

ბსუ-ს სტუდენტს, რომელიც ლექტორს სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს, დღეს უნივერსიტეტის დისციპლინური კომისია მოუსმენს.

„დისციპლინური კომისია მსგავსი სახის ნებისმიერ ფაქტს გმობს. უნივერიტეტის რეაგირება იყო ადეკვატური. ლექტორს დროებით შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა. დისციპლინურ კომისიას დაგვევალა საკითხის შესწავლა და შესაბამისი წინადადების წარდგენა ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ ყველა საკითხს შევისწავლით, შევაჯერებთ, უნდა დავადგინოთ იყო თუ არა ფაქტი, არის თუ არა დარღვევა ან რა ტიპის დარღვევაა და შესაბამისად, რა სახის სახდელი უნდა დაეკისროს“, – აცხადებს კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე.

ბსუს-ს ლექტორი ომარ მახარაძე რომელიც პარარელურად ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, ის ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება და საქართველოში 28 მაისს დაბრუნდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით იძიებს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ავტორი: თეონა აბესაძე