ნინო ნიჟარაძის ადვოკატი რუსთავი 2-ის პარტნიორთა კრების საჯაროობას ითხოვს

10:38 05-24-2019
81

25 მაისს 15:00 საათზე „რუსთავი 2“-ის შენობაში კრება გაიმართება - ამის შესახებ “რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა. 

„საკითხები, რომლებიც კრებაზე იქნება განხილული, უნდა იყოს საჯარო, რადგან სუბიექტურად არ იყოს შეფასებული“, - განმარტავს ადვოკატი.

6 მაისს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-ანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიდრე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაშია, ვერცერთი საჯარო დაწესებულება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ნაბიჯს ვერ გადადგამს.