შანხაიში შაქრის წვიმა „მოდის“

09:03 05-24-2019
132

დღეს მანამ, სანამ რომელიმე პროდუქტს დავაგემოვნებთ, ჯერ იმაზე ვფიქრობთ, რამდენად გამოდგება ესა თუ ის სასმელი ან საჭმელი ინსტაგრამზე დასადებად. 21-ე საუკუნის ამ სენით ბევრი ბიზნესკომპანიაც დაავადდა. დაწყებული შავი ნაყინით, დამთავრებული ცისარტყელას ბაგელებით, კომპანიები მომხმარებლების მისაზიდად უამრავ არაორდინალურ პროდუქტს ქმნიან. ამ ჯერად ინსტაგრამი სრულიად უჩვეულო პროდუქტმა დაიპყრო. შანხაიში ერთ-ერთმა ყავის სახლმა ყავის დალევის ახალ გზას მიაგნო.

ეს ამერიკანო „ტკბილი წვიმაა“. ცხელი ამერიკანოს ორთქლი, მის თავზე ღრუბლის სახით დამაგრებულ ბამბის ნაყინს ადნობს, რაც წვიმის იმიტაციას ქმნის. შაქრის წვიმა კი ყავის ჭიქაში წვეთ-წვეთობით ხვდება. ყავის ფასი 9 დოლარია. თუ თქვენ ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელი და ყავის მოყვარული ხართ, ტკბილი წვიმის დაგემოვნება ნამდვილად მოგინდებათ.

ბოლო პერიოდში აღნიშნული ყავის სახლი ბლოგერებში ძალიან პოპულარული გახდა. ამის მიუხედავად, ყავას ბევრი კრიტიკოსიც გამოუჩნდა, რომლებსაც ამბობენ, რომ ყავის დალევა არც თუ ისე კომფორტულია და სრული კრახით სრულდება.

ავტორი: ნინო მარღანია