ჯულიან ასანჟს 17 ახალი ბრალდება წაუყენეს

08:50 05-24-2019
228

WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს დამატებით 17 ახალი ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

აშშ-ს  მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მას ბრალად ედება ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევა. კერძოდ კი, შეთქმულებაში მონაწილეობა.

ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმე შვედეთშიც აღძრულია. მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ასანჟი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს, სწორედ ამ საქმეზე შესაძლო გასამართლების საფრთხის გამო, შვედეთში ექსტრადირების თავიდან აცილებას 7 წლის განმავლობაში ცდილობდა და თავს ეკვადორის საელჩოში აფარებდა.

ეკვადორმა ასანჟს თავშესაფარზე უარი ერთი თვის წინ განუცხადა. Wikileaks-ის თანადამფუძნებელი ლონდონის პოლიციამ 11 აპრილს დააკავა და გირაოს პირობების დარღვევის გამო 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჯულიან ასანჟს აშშ-ს მთავრობის საიდუმლო მონაცემთა ბაზებში შეღწევასაც ედავებიან.