102 წლის ქალი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

23:33 05-23-2019
291

102 წლის ქალი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 

BBC-ის ინფორმაციით, მკვლელობა საფრანგეთის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში მოხდა. გარდაცვლილია 92 წლის ქალი, რომელიც თავშესაფარში მომუშავე მომვლელმა გაგუდული იპოვა. მას სახეზე დაზიანებები ქონდა მიყენებული. 

გამომძიებლის ინფორმაციით, 102 წლის მოხუცმა, რომელიც აღელვებული იყო მომვლელს თავად უთხრა, რომ „ვიღაც მოკლა.

ეჭვმიტანილი მოხუცი ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება. სპეციალისტები იკვლევენ იყო თუ არა ის ადეკვატური იმ მომენტისთვის, როდესაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა.