თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფინავი, რომელიც ტექნიკური პრობლემის გამო ბენ გურიონის აეროპორტში დაჯდა, ისრაელის აეროპორტიდან უკვე გამოფრინდა

22:41 05-23-2019
452

თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი თითქმის 7-საათიანი დაგვიანებით სრულდება. ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტიდან უკვე გამოფრინდა და ბათუმში დაახლოებით 23:45 საათზე იქნება.

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა.

თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.