ბახტაძე - ჩემთვის სამწუხაროა, რომ შავგულიძე მხარდაჭერისთვის მადლობას სააკაშვილს უხდის

21:28 05-23-2019
40

რამ განაპირობა, რომ მმართველმა პარტიამ მთაწმინდის ოლქში არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო და როგორი პოზიციები აქვს „ქართულ ოცნებას მეორე ტურისთვის - საკითხზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა გადაცემა „რეაქციაში ისაუბრა. 

მამუკა ბახტაძემ შეფასება ასევე გააკეთა იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით მმართველი გუნდის კანდიდატს ხმები, „მურუსიძის გმირად და შავგულიძის ანტიგმირად წარმოჩენამ დააკარგინა. 

„გმირები, ანტიგმირები.. ეს ყველაფერი ჩემთვის არის მითი. რეალობა და სამწუხარო ის არის, რომ დღეს შალვა შავგულიძე მხარდაჭერისთვის მადლობას მიხეილ სააკაშვილს უხდის, - აცხადებს მამუკა ბახტაძე. 

ამასთან პრემიერმინისტრი ხაზს უსვამს, რომ პირველ ტურში „ქართული ოცნების კანდიდატმა კონკურენტზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მას მეორე ტურში ლადო კახაძის გამარჯვების მოლოდინი აქვს. 

ავტორი: ბექა პატურაშვილი