აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20:59 05-23-2019
191

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე ჯონ უოლკერ ლინდი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 

ლინდმა ციხეში 17 წელი გაატარა. ავღანეთში, 2001 წელს დაკავებულს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

მისმა ვადაზე ადრე გათავისუფლებამ უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

1981 წელს ვაშინგტონში კათოლიკურ ოჯახში დაბადებულმა ჯონ უოლკერ ლინდმა 16 წლის ასაკში ისლამი მიიღო და იემენში გადავიდა საცხოვრებლად. 2000 წელს ის პაკისტანში გადავიდა საცხოვრებლად, 2001-ში კი დაჯგუფება „თალიბანს“ შეუერთდა. 

ჯონ უოლკერ ლინდი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი.