ბასილაშვილმა ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

19:28 05-23-2019
22

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ღია პირველობის ნახევარფინალშია. 

ქართველი ჩოგბურთელმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე, ფრანგი ჟო ვილფრიდ ცონგა მარტივად ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. 

მატჩი 1 საათი და 20 წუთი გრძელდებოდა. 

ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე ლიონის ტურნირის ნახევარფინალში დღეს საღამოს გაირკვევა.