ალცეიმერის დაავადების 8 სიმპტომი -როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თქვენს ახლობელს დემენცია აქვს

19:28 05-23-2019
42

დიაგნოზის დასმა - ექიმის საქმეა, მაგრამ არსებობს ნიშნები, როდესაც შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვი, რომ თქვენს ახლობელს დემენცია(მეხსიერების გაუარესება) ეწყება და ვერ აფიქსირებს.

width=600

გთავაზობთ 8 სიმპტომს: 

1. ხშირად კარგავს მნიშვნელოვან ნივთებს - გასაღებები, დოკუმენტები.

2. ყველაზე უცნაურ ადგილებში ინახავს საჭირო ნივთებს - მაგ. კბილის პასტას მაცივარში.

3. დაკარგული ნივთი დარწმუნებულია, რომ მოპარეს. 

4. ხშირად ავიწყდება დასმული კითხვა. ზოგჯერ უჭირს სწორი სიტყვის მოძიება. 

5. მეხსიერების პრობლემები - რეგულარულად ახსოვს ბოლოდროინდელი მოვლენები, სახელები და სახეები კითხვების დასმის შემდეგ

6. იზრდება სირთულეები ყოველდღიურ საქმიანობებთან, რომლებიც საჭიროებენ ორგანიზაციასა და დაგეგმვას(ავიწყდება ნაცნობი რეცეპტები და ექმნება ფინანსური პრობლემები).  

7. ხდება დაბნეული უცნობ გარემოში - დროსა და სივრცეში იკარგება. ნაცნობ ადგილს ვერ ცნობს.

8. ხშირად, უმიზეზოდ ცუდ განწყობაზე დგება, ეცვლება ხასიათი - აქტიური პიროვნება, მოულოდნელად აპათიური(გულგრილი, უინტერესო) ხდება. 

შეგახსენებთ, რომ დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.