გაფიცული მუშები რიგით ავტომობილებს გადაადგილებას უზღუდავენ და ჩხრეკენ (ვიდეო)

19:09 05-23-2019
118

ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” გაფიცული მუშები გზაზე რიგით ავტომობილებს გადაადგილებას უზღუდავენ, რასაც მძღოლების და ადგილობრივების ნაწილის უკმაყოფილება ახლავს. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ადგილობრივების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებს, ვინაიდან აქციის მონაწილეები კონფლიქტში შედიან რიგით გამვლელებთან და მათ კუთვნილ ავტომობილებს უკანონოდ ჩხრეკენ.

ადგილზე იმყოფება პოლიციაც, თუმცა სამართალდამცველები მსგავს ფაქტებზე ჯერჯერობით არ რეაგირებენ.