ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პოლიტიკა 1713269475

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ზრდის თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას.საუბარი შეეხო სამმხრივ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

პოლიტიკა 1713268899

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ესა ფულკინენს შეხვდა. მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ფინეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს.ფინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და უწყების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისას ფინეთის მხარდაჭერას, სამხედრო განათლების კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო ხედვებს.მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF), უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკისა (CSDP) და თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე.

სალტა

მსოფლიო 1713268744

"აღარ სუნთქავდა... უკვე გაშეშებული იყო..." - 31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმეზე, მეორე დაკავებულის სკანდალური ჩვენება

ასტანაში, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კუანდიკ ბიშიმბაევის სასამართლო გრძელდება, კაცი ბრალდებულია მეუღლის, სალტანატ ნუკენოვას უკიდურესი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.სასამართლოს ჩვენება მისცა მეორე დაკავებულმა, ბიშიმბაევის ნათესავმა და BAU რესტორნის დირექტორმა, სადაც მკვლელობა მოხდა. ბაიჯანოვს ბრალად  დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.ბაიჯანოვმა თქვა, რომ ახალგაზრდა ქალს პირადად იცნობდა.   მისი თქმით, 9 ნოემბერს მან რამდენჯერმე ნახა სალტანატი. დილით, ბრალდებულმა ის მხოლოდ შორიდან დაინახა, როცა რესტორნის VIP კაბინაში კარი შეაღო. თავდახრილ სალტანატს მარცხენა თვალი ჰქონდა შეშუპებული.როგორც ბახიტჯან ბაიჯანოვმა ამბობს, მას 9 ნოემბერს, დილით, დაცვის თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ ბიშიმბაევი და ნუკენოვა მანქანით ცდილობდნენ წასვლას, თუმცა ნასვამმა ბიშიმბაევმა მანქანის მართვა ვერ შეძლო.8:00 საათის შემდეგ, რესტორნის მენეჯერმა კარლიგაშ ალმაგამბეტოვამ დაურეკა ბაიჯანოვს და თქვა, რომ ბიშიმბაევი მთელი ღამე ყვიროდა და მუშაობის საშუალებას არ  აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც რესტორანში რემონტს აკეთებდნენ.დაახლოებით 9:30 საათზე ბიშიმბაევმა დაურეკა და რესტორანში დაიბარა. მეორე სართულზე რომ ავიდა, შეამჩნია, რომ ერთ-ერთ VIP ჯიხურში შუქი ენთო.  ბრალდებულის მონაყოლის მიხედვით, ბიშიმბაევმა სთხოვა პლედის მოტანა.მისი თქმით, ის VIP კაბინაში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ბიშიმბაევმა დარეკა და უთხრა, რომ სახლში წასვლას აპირებდნენ. VIP კაბინაში შესვლის შემდეგ, ბაიჯანოვმა ბიშიმბაევთან ერთად სალტანატის ფეხზე წამოყენება სცადეს, ამ დროს, ქალმა, ბაიჯანოვის თქმით, ფეხზე წამოდგომა სცადა და ბაიჯანოვს ხელი მაგრად მოუჭირა,"ალბათ, შველას მთხოვდა, მაშინ ამას ვერ მივხვდი, ახლა ასე ვფიქრობ,"- თქვა ბრალდებულმა.მან ასევე თქვა, რომ მოგვიანებით, ბიშიმბაევის მითითებით, წაშალა ჩანაწერები რესტორანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან.დღის განმავლობაში, ბაიჯანოვმა, მისი თქმით, შესთავაზა ნუკენოვასთვის სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ ბიშიმბაევმა თქვა, რომ მას მხოლოდ ეძინა და დახმარება არ სჭირდებოდა.თუმცა, საღამოს, როცა ბიშიმბაევმა დაუძახა და უთხრა , რომ სალტა აღარ სუნთქავდა, ბაიჟანოვმა გამოიძახა სასწრაფო. ამ დროს, ბიშიმბაევი ნათელმხილველს ესაუბრებოდა."ვცადე, მისთვის ხელოვნურად ამემუშავებინა გული, ტელეფონით რჩევას მაძლევდა ექიმი, შემდეგ ექიმმა გვირჩია ხელოვნური სუნთქვა გაგვეკეთებინა, მაგრამ ბიშიმბაევმა პირი ვერ გაუხსნა, უკვე გაშეშებული იყო..."- თქვა ბაიჯანოვმა.ცნობისთვის, სასამართლო განხილვა მალე დასრულდება და განაჩენს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ.სალტანატი 2023 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა. იმ დღეს ის და მისი მეუღლე კონცერტზე იმყოფებოდნენ, როგორც ცნობილია, მათ იკამათეს და საკონცერტო დარბაზი მალევე დატოვეს. შემდეგ კი ოჯახის კუთვნილ რესტორანში წავიდნენ და ვიაიპი-ოთახში შევიდნენ.სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, სალტანატი ქმართან გაშორებას გეგმავდა, ამბობდა, რომ მუდმივი ბულინგითა და ქმრის მხრიდან ძალადობით დაიღალა. როგორც ქალის ახლობლები ამბობენ, კუანდიკი ცოლს გამუდმებით სცემდა.მათივე თქმით, ყოფილი მინისტრი ცოლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილ ოთახში სცემდა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც გოგონამ გონება დაკარგა და ძირს დაეცა. როცა მამაკაცმა გააცნობიერა, რაც მოხდა, რესტორნის თანამშრომლები დაითხოვა და რესტორნის დირექტორს დაურეკა, რომელიც ასევე დაკავებული, მან ბიშიმბაევის მოთხოვნით, სალტანატის ტელეფონს ლოკაცია გამოურთო, რომ ოჯახს მისი მოძებნა ვერ შეძლებოდა.გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე ნათესავს ფოტოებიც კი გადაუგზავნა, როგორ იყო ნაცემი, ხოლო, როცა  ქმარმა ამის შესახებ გაიგო, კიდევ უფრო მეტად სცემა და აიძულა, ინტიმური შინაარსის ვიდეო გადაეღო.8 აპრილს სასამართლოში ჩვენება მისცა ორმა მოწმემ - სასწრაფო დახმარების ექიმმა და საპატრულო პოლიციელმა.1 აპრილს კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლოში სიტყვით გამოვიდა. მან პატიება სთხოვა სალტანატ ნუკენოვას ახლობლებს. თუმცა, მან თქვა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.9 აპრილს სასამართლოში ისაუბრა მოწმემ, რომელიც ნუკენოვას მკვლელობის ღამეს რესტორანში იმყოფებოდა. სასამართლოზე ჩვენება მისცა სამედიცინო ექსპერტმაც, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა დაზიანებები მიაყენა ბიშიმბაევმა სალტანატ ნუკენოვას და რამ გამოიწვია მისი სიკვდილი.11 აპრილს მეორე ბრალდებულმა ბახიტჯან ბაიჯანოვმა მოუყვა თავისი ვერსია იმ დღის მოვლენების შესახებ, როდესაც სალტანატ ნუკენოვა გარდაიცვალა.სასამართლო სხდომები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ეკა სეფაშვილი

პოლიტიკა 1713268699

არა რუსულ კანონს! დიახ, არა რუსულ კანონს! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს! ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ - ეკა სეფაშვილი ოპოზიციას

გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ყველაზე მეტად ეშინია იმის, რომ ხალხმა არ წაიკითხოს და არ გაიგოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსი, რადგან ინფორმირებული ხალხი მომავალ არჩევნებზე მათ მხარს აღარ დაუჭერენ.„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მიზნობრიობის შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას,“ - აღნიშნა მან.„მეორე დღეა პარლამენტში ინტენსიური დებატები იმართება გამჭვირვალობის კანონის შესახებ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დეკლარირებას ემსახურება და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უნდა უზრუნველყოს.ამ ორი დღის განმავლობაში, არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი და ფაქტი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი, რაც გვესმის ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარს გადასული დემაგოგია.ორი დღეა ინტენსიურად ისმის - არა რუსულ კანონს! დიახ, არა რუსულ კანონს! ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს! ეს კარგად შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ.ბოლო-ბოლო წაიკითხეთ ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ და გაიაზრეთ რა წერია. გიჭირავთ ხელში რუსული კანონი, რომელიც 27 გვერდია, არც წაკითხვა გეზარებათ, არც დაზეპირება და ამონაწერებსაც აკეთებთ. რას კითხულობთ ამ რუსულ კანონს? წაიკითხეთ ევრო დირექტივა თუ მაინცდამაინც ვინმეს შედარებისთვის გინდათ. რუსული კანონის გარდა არაფერს კითხულობთ? მე არ წამიკითხავს ეგ თქვენი რუსული კანონი და არც წავიკითხავ, არ მაინტერესებს, თქვენგან განსხვავებით. ყველაფერი რუსული თქვენ მოგწონთ და მთელი თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებთ.ერთი წელია უკვე მოუწოდებთ ყველას არ წაიკითხოთ ქართული კანონი, არ შეხვიდეთ შინაარსშიო. რატომ გეშინიათ ასე ამ კანონის შინაარსის გაგების. მე გეტყვით, რატომაც გეშინიათ. იმიტომ, რომ როდესაც შინაარს გაიგებს ხალხი, მხვდება, რომ სწორედაც ჩვენი კანონი ემსახურება ხალხის ინტერესების დაცვას და არაფერი აკავშირებს თქვენს მოგონილ დემაგოგიასთან და ილუზიებთან.გეშინიათ, რომ ხალხი გაიგებს სიმართლეს და სამართლიანად გეშინიათ იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, აღარ გეყოლებათ მხარდამჭერები. თავისი შინაარსით ჩვენი კანონი არის სავსებით ნეიტრალური. არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მიზნობრიობის შედეგებს შეაფასებს ხალხი, როდესაც წაიკითხავს დეკლარაციაში არსებულ ინფორმაციას. თქვენ სწორედ ამ ინფორმირებული ხალხის გეშინიათ. გეშინიათ, რომ ინფორმირებული ხალხი არჩევნებზე მხარს არ დაგიჭერთ და ახლა რომ 12%-ანი რეიტინგი გაქვთ, ამასაც ვერ შეინარჩუნებთ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებისთვის.რაც შეეხება მოწოდებებს, რატომ არ ვიზიარებთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოსაზრებებს, რომლებიც, გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივიღოთ ქართული კანონი, ამის პასუხად ბატონმა პრემიერმა შესთავაზა ელჩებს და ყველა დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორს ღია დებატები, რომ საჯაროდ და ყველას გასაგონად მოვისმინოთ ის შეშფოთება, რაც მართლა აწუხებს ჩვენს პარტნიორებს და ასევე ყველამ მოისმინოს, ჩვენი მხარის პასუხები, თუ რა დგას ამ გამჭვირვალობის შესახებ კანონის უკან, რომელიც ქართულია, დაიწერა საქართველოში და ემსახურება ქართულ სახელმწიფოს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ოლიმპიაში, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო

სპორტი 1713268296

VIDEO: ოლიმპიაში, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაინთო

ანტიკურ ოლიმპიაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა.ცეცხლი ტრადიციისამებრ ჰერას ტაძართან პარაბოლურ სარკეში არეკლილი მზის სხივებისგან დაანთეს.უმაღლესმა ქურუმმა, რომლის როლიც მსახიობმა მარი მინამ შეასრულა, აპოლონს ოლიმპიური ცეცხლის დასანთებად მზის სხივი შეავედრა, ზევსს კი თამაშების გამარჯვებულთა გვირგვინით შემკობა.ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, პარიზის მერი ან იდალგო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.