მამუკა ბახტაძე ჭიათურის მაღაროელებსა და კომპანიას მოუწოდებს, დროულად ჩამოყალიბდნენ მისაღებ შედეგებზე

14:45 05-23-2019
10

მინდა მაღაროელებს და კომპანიას ვთხოვო, რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომის უფლებები, უსაფრთხოება, ადგილზე სამედიცინო მომსახურება, კვება და სხვა საკითხები. ვიცი, რომ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონდე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელებმა საპროტესტო აქციები 18 მაისს დაიწყეს.