უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები არჩევნების პროცესში დისონანსს ვერ შეიტანენ - მამუკა ბახტაძე

14:40 05-23-2019
29

მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურიც ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური - მშვიდად, სტანდარტების უმაღლესი დაცვით, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადაწყვეტილებას და არჩევანს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ეს პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

„ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რომელიც ბუნებრივია, ამავე დროს არის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ამ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მათ ეს არ გამოუვიდათ“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.