9 წლის დაჩი გულუა გიორგი გახარიას შეხვდა

13:56 05-23-2019
1060

9 წლის დაჩი გულუა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. შეხვედრის ფოტოს სოციალურ ქსელში დაჩის დედა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას 9 წლის დაჩი გულუამ წერობით მიმართა და გულისტიკვილი გამოთვა, რომ საგზაო ნიშნებზე მხოლოდ მამაკაცის ფიგურებია გამოსახული, რაც მან ქალების შეუმჩნევლად დაჩაგვრად მიიჩნია. 

„ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე, რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ, რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ“, - წერს დაჩი წერილში.

წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.