ბათუმში თევზის მაღაზია გაქურდეს

13:43 05-23-2019

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თევზის მაღაზია გაქურდეს ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მეპატრონეებს ობიექტი დილით გატეხილი დახვდათ.  

ამ ეტაპზე უცნობია, რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.