რუსთავში მგზავრები აქციას მართავენ

11:27 05-23-2019

რუსთავში მგზავრები XIX მიკრორაიონში აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Inforustavi ავრცელებს. მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა შეზღუდულია. 

არსებული ინფორმაციით, თეთრი ფერის მიკროავტობუსებს მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ. ადგილზე კომპანია „ინტერტრანსის“ და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავ მძღოლებს არ ატარებენ.