მსოფლიოში „კანონიერი ქურდების" 58% ქართველია

11:02 05-23-2019
1049

მსოფლიოში დღეს ე.წ „კანონიერი ქურდის“ ტიტულის მქონე 442 ადამიანია, მათ შორის 252, ანუ 58 პროცენტი ქართველია.  

ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ გამოცემა „პრაიმ კრაიმზე“ ვკითხულობთ. ამავე საიტზე ე.წ. „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში ძირითადად ქართული წარმოშობის „ავტორიტეტები“ ლიდერობენ.  

გამოცემის მტკიცებით, ქურდები თბილისიდან, ქუთაისიდან, სოხუმიდან ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ებრძვიან და დაჯგუფებებსაც ქმნიან.

ამასთან, ბევრი ქართული წარმოშობის ქურდი ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იმყოფება, ან სულ მცირე ერთმანეთის მეზობლები არიან,- წერს „პრაიმ რაიმი“.

საინფორმაციო პორტალის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსები ამ სიაში – 61 ე.წ „კანონიერი ქურდით“ მეორე ადგილს იკავებენ.

მესამე ადგილზე სომხები მოხვდნენ, რომლებიც, გამოცემის მტკიცებით, საკუთარ გავლენებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაკლებად აფართოებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს ე.წ. ქურდების რეესტრს, სადაც ქართული წარმოშობის თითქმის ყველა „კანონიერი ქურდის“ შესახებ ინახება ინფორმაცია, თუმცა, მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა კრიმინალური „ავტორიტეტები“ ქვეყანაში შემოსვლას უზღუდავს.