1710853478
1710849000
TMZ და THE SUN ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენტაბლოიდები The Sun და TMZ ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ. ყვითელი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანან უელსის პრინცესა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი.The Sun-ისა და TMZ-ის მტკიცებით, საჯარო ვიდეო მიდლტონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სკანდალის შემდეგ პირველად გადაუღეს. 11 მარტს ქეით მიდლტონმა იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში ფოტოს ავთენტიკურობაში რამდენიმე გამოცემამ შეიტანა ეჭვი.მოგვიანებით მიდლტონმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა.„როგორც სხვა ბევრი მოყვარული ფოტოგრაფი მეც ხანდახან ვატარებ ექსპერიმენტებს ფოტოების დამუშავებაზე. მსურს ბოდიში მოვიხადო ყველა გაუგებრობისთვის, რაც გუშინ გავრცელებულმა ფოტომ გამოიწვია" - წერს უელსის პრინცესა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter).17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას. სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი საავადმყოფოდან მალევე გამოწერეს და ის პოსტოპერაციულ პერიოდს სახლში, ადელაიდას კოტეჯში, თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში გადის. უელსის პრინცესას ოფისის ცნობით, ის, დიდი ალბათობით, აღდგომამდე თავის ოფიციალურ მოვალეობებს და ფუნქციებს არ დაუბრუნდება. ქეით მიდლტონის ოპერაციის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ საზოგადოებაში ბევრი ჭორი და კონსპირაციული თეორია წარმოშვა.მარტის დასაწყისში, ინტერნეტში ქეით მიდლტონის პაპარაცის მიერ გადაღებული ფოტოები გავრცელდა. ქეით მიდლტონი ფოტოგრაფებმა უინძორის სასახლესთან ახლოს მანქანაში შენიშნეს, რომელსაც უელსის პრინცესის დედა, კეროლ მიდლტონი მართავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სურათი 4 მარტსაა გადაღებული.
1709008839
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
სამართალი • 1710855661
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ბრალდებულები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მდებარე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ერთ-ერთ დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, რის შემდეგაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაეუფლნენ მათ კუთვნილ ოქროს სამკაულებს და 300 000 ლარის გადაცემას ითხოვდნენ.გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ივნისს, ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აღნიშნული პირები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლები განახორციელეს. სროლის შედეგად ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.სამართალდამცველებმა სამივე პირი იმავე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და მეექვსე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი იმის მიერ ვინც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს 10-10 წლით, ხოლო ერთს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მეცნიერება • 1710855660
გამოიყვანეს გენმოდიფიცირებული ძროხა, რომელსაც ადამიანის ინსულინის შემცველი რძე აქვს
გენმოდიფიცირებულმა ძროხამ რძეში ისეთი ცილები გამოიმუშავა, რომლებიც ადამიანის ინსულინისთვისაა საჭირო. ექსპერიმენტის ავტორებს დიდი იმედი აქვთ, რომ ასეთმა ძროხებმა შეიძლება საბოლოოდ გადაჭრან ინსულინით მომარაგების პრობლემა.იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ძროხები მომრავლდება, ამას რევოლუციის მოხდენა შეუძლია და ეს გენეტიკურად მოდიფიცირებული საფუარისა და ბაქტერიების კონკურენტული იქნება.ინსულინი და მისი დიაბეტის დროს მნიშვნელობა პირველად 1921 წელს აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, დიაბეტით დაავადებულებს მრავალი წელი საქონლის პანკრეასიდან აღებული ინსულინით მკურნალობდნენ.თუმცა, "ადამიანის" პირველი ინსულინი 1978 წელს, გენმოდიფიცირებული ბაქტერია E.coli-ს გამოყენებით მიიღეს. ამის შემდეგ, იგივე საფუარის გამოყენებით მიიღეს. დღეისთვის, სამედიცინო ინსულინის გამოსამუშავებლად ძირითადად ამ ორ მეთოდს იყენებენ.ინსულინის მისაღებად ძროხის გამოყენება პირველად არ მოხდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც "ადამიანის" ინსულინის წარმოება გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ძროხამ შეძლო.ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა 10 ძროხის ემბრიონის უჯრედში ადამიანის დნმ-ის სეგმენტი შეიყვანა. ამ სეგმენტში პროინსულინია, ცილა, რომელიც ინსულინად გარდაიქმნება. საბოლოოდ, ეს ემბრიონები ჩვეულებრივი ძროხების საშვილოსნოში გადაიტანეს.გენმოდიფიცირებული ემბრიონებიდან მხოლოდ ერთი განაყოფიერდა, რის შედეგადაც ხბო დაიბადა.როდესაც ხბო სქესობრივად მომწიფდა, მკვლევრებმა მისი გენმოდიფიცირებული სახით განაყოფიერება სცადეს. ყოველი მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზს მკვლევრები ჯერ ვერ ხსნიან.საბოლოოდ, ძროხის ლაქტატის მიღება მისი ჰორმონალური ინდუქციით შეძლეს.ძროხა იმდენს არ იწველიდა, რამდენიც ეს მაკეობის დროს უნდა იყოს, მაგრამ რძეში მკვლევრებმა კონკრეტული ცილები მაინც აღმოაჩინეს.შედეგად, აღმოჩნდა, რომ რძეში ფერმენტებმა "ადამიანის" პროინსულინი შეიძლება ინსულინად გარდაქმნას.„მიგვაჩნია, რომ მომავალში 100 ასეთ ძროხას მთელი ქვეყნისთვის საკმარი ინსულინის წარმოება შეეძლება. უფრო დიდი ნახირით, სულაც მთელი დედამიწისთვის საკმარისი ინსულინი გვექნება", — ამბობენ მკვლევრები.
მსოფლიო • 1710855553
რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს.„რეალობა ისაა, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩვენ გვქონდა შეხება ამ რეალობასთან უკრაინაში ომის დროს, რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებებისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ რეალობასთან საქმის დაჭერას, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.„არჩევნების შედეგები პროგნოზირებადი იყო, რადგან პუტინმა დახურა პოლიტიკური სივრცე, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები. მისი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი ტრაგიკულად დაიღუპა. ამრიგად, ამ არჩევნებში არაფერი იყო თავისუფალი და სამართლიანი, შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული“, – აღნიშნა სალივანმა.
ტაბლოიდი • 1710855180
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „დედას“, დედასთან ურთიერთობასა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა.როგორც ნუცამ აღნიშნა, მას „არავინ ჰყავს დედაზე უფრო ახლოს ცხოვრებაში“.„პირველ რიგში, დედა ჩემთვის საუკეთესო მეგობარია. მადლიერი ვარ სამყაროსი და ღმერთის, რომ ასეთი ადამიანი არის დედაჩემი.როდესაც ერთი წლის ვიყავი დედა მამას დაშორდა, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, უბრალოდ ერთად ვერ იცხოვრეს, ამის გამო სულ დედასთან ვიყავი, მთელი ცხოვრება ერთად ვართ. 17 წლამდე დედასთან ერთად მეძინა, მარტო ძილი არ შემეძლო.ყოველთვის ისეთ გარემოს მიქმნიდა, რომ თავი პრინცესად მეგრძნო. დედა საერთოდ არ იყო მკაცრი, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვქონდა, მეგობრული საუბრით იმდენად ვემორჩილებოდი, რომ არ სჭირდებოდა ზედმეტი ყვირილი.ბავშვობაში ეზოში ერთ ბიჭს ვეპრანჭებოდი, ჩვენს მეზობლად გადმოვიდა გოგო, მასაც მოეწონა და ეს გოგო ვცემე, მაშინ დედა ძალიან გამიბრაზდა, მერე ბოდიში მომახდევინა – ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, მას შემდეგ არაფერი დამიშავებია.პატარა რომ ვიყავი დიდად არ მაქებდა, 20 წლის შემდეგ სულ მაქებს და მეუბნება: „ნომერ პირველი ხარ“, „აბა, შენ იცი“, „შენ ხომ იცი, რასაც იზამ“, – სულ ასეთ სამოტივაციო ფრაზებს მეუბნება.ჩემს წარმოსახვაში დედა თეთრი ფერის არის, ძალიან ნათელი ადამიანია, ბოროტება არ აქვს.ერთ-ერთ პროექტში ერთად ვიმღერეთ და არ მავიწყდება, როგორ ნერვიულობდა სცენაზე, ეს იყო ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონება.მთელი ცხოვრება მე მომიძღვნა, დედაჩემს არ ჰქონია პირადი ცხოვრება, მამაჩემის შემდეგ არ მახსოვს არც ერთი ადამიანი მის გვერდით. მადლობა მას იმისთვის, რომ სიყვარული მასწავლა“, – აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.
პოლიტიკა • 1710854487
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.