დღეს ევროპარლამენტის არჩევნები იწყება

09:02 05-23-2019
29

ევროპარლამენტის არჩევნები დღეს იწყება. კენჭისყრაში მონაწილეობას 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ. ხმის მიცემის უფლება კი, დაახლოებით 427 მილიონ ადამიანს აქვს.

საკუთარ არჩევანს პირველები ბრიტანელები და ნიდერლანდელები დააფიქსირებენ. შაბათს კი არჩევნები: ლიტვაში, მალტასა და სლოვაკეთში ჩატარდება. კვირას მათ დანარჩენი ქვეყნები შეუერთდება. 

ევროპარლამენტში 751 ადგილია, დიდ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში კი 705 ადგილი დარჩებოდა.

არჩევნების შედეგები 26 მაისს,  საღამოს გახდება ცნობილი.