დღეს საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

08:52 05-23-2019
20

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ეწვევა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით.

ასევე, ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.