არასრულწლოვანი დედის საქმეზე უფლებამოსილება ერთ სამართალდამცველს შეუწყდა

21:48 05-22-2019
322

7 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წლის სექტემბერში არასრულწლოვან მ. შ.-ს სახლიდან წასვლის ფაქტი, ასევე 2018 წელს უწყებას მ.შ.-ს ბავშვის დაბადების შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო განვითარების სააგენტოს, რაზეც გამოძიება არ დაწყებულა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არასათანადო რეაგირების ფაქტზე გამოძიება შეუწყდა 1 სამართალდამცველს.

„2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.

გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.“-აცხადებენ შს სამინისტროში