ტარანტინო ახალი ფილმის გამო სკანდალში გაეხვა

19:28 05-22-2019
195

კანის კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ერთხელ ჰოლივუდში პრემიერაზე რეჟისორი ჟურნალისტებმა სექსიზმში დაადანაშაულეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რატომ ჰქონდა ფილმში, მსახიობ მარგო რობის მოკლე რეპლიკა, ასევე მათი ყურადღება მიიქცია ფილმში ქალებისადმი სასტიკმა მოპყრობამ. 

ტარანტინომ ამასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ბრალდება უარყო.

რეჟისორის თქმით, ასეთმა ბრალდებებმა შეიძლება მაყურებელს ფილმის მიმართ დამოკიდებულება გაუფუჭოს.

მარგო რობი, რომელიც ფილმში რომა პოლანსკის მეუღლის, შარონ თეტოს როლს ასრულებდა, ბრალდებას უფრო რბილად გამოეხმაურა.

ვფიქრობ, რომ საეკრანო სცენები, ჩემი პერსონაჟის მშვენიერებას სიტყვების გარეშეც კარგად გამოხატავს - განაცხადა მსახიობმა.

ერთხელ ჰოლივუდში ფესტივალის მთავარი ფილმია. ბევრმა კინოკრიტიკოსმა ტარანტინოს ახალ შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცა.