ელისაბედ II-მ ყვავილების ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა - კეიტ მიდლტონი პრინცესა დიანას საყურეებით პოზირებს

19:00 05-22-2019
72

რამდენიმე დღის წინ, ქეიტ მიდლტონმა საკუთარი ბაღის ჩელსის ყვავილების ბაღის(Chelsea Flower Garden) ფესტივალის პრეზენტაციაზე, დედოფალი ელისაბედ II საპატიო სტუმრის სტატუსით მიიპატიჟა. 

width=600

გუშინ კი, ჰერცოგინია პრინც უილიამთან ერთად ბუკინგემის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც თავად დედოფალი ყოველწლიურად, ღია ცის ქვეშ ყვავილების დღესასწაულს მართავს.

width=600

კეიტ მიდტონმა პატივი მიაგო პრინცესა დიანას და წვეულებაზე „Collingwood jewellers“-ის ბრენდის მარგალიტის საყურეები გაიკეთა, რომელიც პრინცესას პრინცმა ჩარლზმა, მათი ქორწინების იუბილეზე საჩუქრად მიართვა. 

width=600 

წვეულებაზე ქეიტმა „Alexander McQueen“-ის ვარდისფერი ქურთუკი, „Gianvito Rossi“-ის ფირმის ფეხსაცმელი, „Loeffler Randall“-ის კლაჩი და „Juliette Botterill“-ის ბრენდის შლაპა აირჩია. პრინცი უილიამი კი, ღონისძიების დრეს-კოდის მიხედვით - ფრაკით და შლაპით პოზირებდა.

  width=600

შეგახსენებთ, რომ ელისაბედ II-ის ლონდონის რეზიდენციას, ყოველწლიურად 30 000 ადამიანი სტუმრობს, რომლებიც დედოფალს მადლობას უხდიან გაწეული წვლილისთვის.

width=600

საღამოზე მიწვეულ სტუმრებს ჩაით და მსუბუქი ვახშმით უმასპინძლდებიან. დედოფალი, ყვავილების დღესასწაულს სეზონზე ოთჯერ აწყობს.