რუსთავში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია ერთი ადამიანი

16:59 05-22-2019
3

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ერთმანეთს ბეემვეს, ტოიოტასა და მერსედესის მარკის 3 ავტომობილი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ინფო რუსთავს განუცხადეს, ამ დროისთვის პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. 

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.