შსს-მ გორში მომხდარ ძარცვაზე არასრულწლოვანი ამხილა

16:24 05-22-2019
106

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული, არასრულწლოვანი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, ძარცვის გზით, სასტარტო პისტოლეტს და 10 ვაზნას მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.