ლადო კახაძე - სადაც ერთი „ნაციონალი“ იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც „ნაციონალი“ ხარ

16:17 05-22-2019
13

„მე შალვას დიდ პატივს ვცემ. მასზე, როგორც პიროვნებაზე ვერასდროს ძვირს ვერ ვიტყვი, თუმცა ეს მისი არჩევანია“, – ამის შესახებ  „ტვ პირველის“ დღის ამბებში „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სადაც ერთი „ნაციონალი“ იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც „ნაციონალი“ ხარ.

კახაძემ ასევე აღნიშნა, რომ შალვა შავგულიძე იმ ადამიანებთან მივიდა, ვინც ბევრი რამ გააფუჭა.

„ლანძღვა არ იქნება ჩემგან არასოდეს, ეს არის მიუღებელი. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ის არ შეცვლილა, მე ვამაყობ, იმით, რა გზაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი დავრჩი და სიკვდილთან ასოცირებული არ ვარ. შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამე გააფუჭა. ბევრი ცოდვა ადევთ. მოკალით ადამიანები“, „ესროლეთ“, „ტყვია არ დაიშუროთ“- ასეთი რაღაცები მახსოვს, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება და როგორც ექიმს სწორად არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასეთი აკადროს. მე, როგორც ექიმს სიკვდილზე ხელი არასდროს არ მომიწერია და არც როგორც პოლიტიკოსი არ მოვაწერ არასდროს” - აცხადებს ლადო კახაძე.

შეგახსენებთ, 19 მაისს მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდა. თუმცა ცესკოს შედეგების გამოცხადებისას გაირკვა, რომ აღნიშნულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

დეპუტატის მანდატისთვის ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე იბძოლებენ.