მიხეილ სააკაშვილი - მაგრად მივდივართ წინ, მოთქმის დრო არ არის (ვიდეო)

15:57 05-22-2019
13

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიცია წინ მიიწევს და მოთქმის დრო არ არის. სააკაშვილმა მხარდამჭერებს სოციალურ ქსელის პირდაპირ ეთერში მიმართა.

„მოთქმა, რომ ვაიმე ყველაფერი ცუდად არის, ვაიმე რა გვეშველება, უნდა დავივიწყოთ! ბოლო შუალედურმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ მაგრად მივიწევთ წინ, გამოკითხვები ნახეთ?! პირველად „ნაციონალური მოძრაობა“ გაუტოლდა „ოცნებას“ გამოკითხვებში, სადაც როგორც წესი ადამიანები სიმართლეს არ ამბობენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს მხოლოდ გაიზრდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

19 მაისს საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნები ჩატარდა. მთაწმინდის ოლქის გარდა პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

ზუგდიდში, მერობის არჩევნებში დამარცხებულა სანდრა რულოვსმა კი მართომასშტაბიანი აქცია დააანონსა.